იტვირთება...

Get

more opportunities

გახდი PR კლუბის წევრი დღეს!

მიზნები

PR კლუბი საქართველოში პირველი და ერთადერთი პროფესიული გაერთიანებაა, კლუბის მთავარი მიზანი საზოგადოებასთნ ურთიერთობის (საკომუნიკაციო) სფეროს და დარგში მოღვაწე პროფესიონალების განვითარებაა.

გაწევრიანების მოთხოვნა

მოგვწერეთ

მზადაა!

მადლობა შეტყობინებისთვის. უმოკლეს ვადაში დაგიკავშირდებით.

*აუცილებელი ველები

ჩვენ შესახებ

PR კლუბი არის არაკომერციული, ნებაყოფლობითი გაერთიანება. ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რთული გადასაწყვეტია ცალკეული ინდივიდების ძალებით.
კლუბის ფასეულობა ეფუძნება ნაყოფიერ ურთიერთ თანამშრომლობის პრინციპს, რომელიც ობიექტურად დაიცავს ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს. ურთიერთთანამშრომლობა გამოიწვევს მხარეების უფრო აქტიურ ჩართულობას საზოგადოებასთან ურთიერთობის გარემოში შესაძლო პრობლემების განსასაზღვრად და მათი ერთობლივი მოგვარების მიზნით, რაც პოზიტიურად აისახება სფეროს განვითარებასა და წინსვლაზე.
PR კლუბის წევრობა შეუძლია კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს.

PR კლუბის წლის საორიენტაციო გეგმა:
1. “საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკული შემთხვევების განხილვა" - 5 სპიკერის გამოსვლა;
2. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - უცხოელი ტრენერების მონაწილეობით;
3. ბიზნესის მფლობელების შეხვედრები კლუბის წევრებთან;
4. ქსელი -კავშირები, კონტაქტების ბაზა, შეხვედრები არაფორმალურ გარემოში და ა.შ.
5. განათლების ხელშეწყობა;
6. "Open Space" - ის ტიპის სხვადასხვა ტრენინგების/ვორქშოფების შესაძლებლობა;
7. ფასდაკლებები და აქციები სხვადასხვა კომპანიებისგან; 
8. და სხვა.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები

ელდარ პირმისაშვილი

პიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტია, მას საკომუნიკაციო სფეროში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემურ ხარისხებს პიარის მიმართულებით. ელდარი სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: ბარსელონა, ტურინი, ბუქარესტი. იგი კონსულტანტი-ექსპერტია სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. ელდარ არის წიგნის „10 ნაბიჯი PR გეგმის შესადგენად“ ავტორი.

თორნიკე გურული

დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სხვადასხვა დროს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თორნიკე გურული ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ამჟამად თორნიკე გურული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და პიარის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია. თორნიკე მუშაობდა წამყვან პოზიციებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“.

კახა მაღრაძე

საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტია, მას უმუშავია მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. იგი არის პიარის კურსის ლექტორი „თბილისის პიარ სკოლაში". ასევე ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში. კახა არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული პიარისთვის“ ავტორი.

ბერდია ნაცვლიშვილი

PH International - საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორია, პროფესიით პიარ სპეციალისტი, ბერდია ნაცვლიშვილი არის საკომუნიკაციო კომპანია „ფაბლისითი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიურად არის ჩართული საკომუნიკაციო სფეროს განვითარების პროცესებში. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის მედია სკოლაში და საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალური მეცნიერებათა სკოლაში.

Ph.D მაკო ჯაოშვილი

PR აკადემიის საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ტრენერია, ასევე ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ლექტორი, კომპანია „სევენთის“ დამფუძნებელი/დირექტორი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში განათლების / დარგის ექსპერტი, მაკოს პიარ სფეროში პრაქტიკული მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

მარიკა დარჩია

მარიკა დარჩია საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი პიარ პრაქტიკოსია საქართველოში, მან გაირა პიარის კურსები ედინბურგსა და მოსკოვში. მან 1995 წელს დააფუძნა პირველი საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი. მარიკა იყო ამ სპეციალობის კურსის ინიციატორი, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში. იყო სხვადსხვა საერთაშორისო პროექტების პრ კონსულტანტი. ათი წლის განმავლობაში იგი იყო მედია პალიტრის კრეატიული დირექტორი. კითხულობს საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და GIPA -ში. მჟამად მარიკა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ფასდაკლებები და აქციები სხვადასხვა კომპანიებისგან

განხორციელებული პროექტები

PR კლუბის ძირითადი მიზნებია:


1. პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა 
2. სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა 
3. PR განათლების განვითარების ხელშეწყობა 
4. ქცევისა და ეთიკის კოდექსის ჩამოყალიბება 
5. PR პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება 
6. PR სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ინფორმაციის მიწოდება კლუბის წევრებისთვის.
7. ახალი შესაძლებლობების შექმნა